1921 წელს დაღუპულ იუნკერებს პარაკლისი გადაუხადეს

დღეს 1921 წლის თებერვალში, საბჭოთა ჯარის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული იუნკერები გაიხსენეს. პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში, სადაც მათი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს, მსახურებას პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

რუსეთის წითელი არმია ჩვენს ქვეყანაში 12 თებერვალს შემოიჭრა. მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან დახვდნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. მე-11 არმიას იუნკერებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. თუმცა, განახლებული შეტაკებების შედეგად, იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა.