აქცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან

„რაჭა არ იყიდება“ –  ამ სახელწოდებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს. ორგანიზატორები „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრები არიან. მათი განცხადებით, რაჭაში 104 ათასზე მეტი ჰექტარი ტყის მასა 49 წლით კერძო პირზე სახელმწიფომ უკანონოდ გაასხვისა და გაცემული ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ. პროტესტი უკვე ერთი კვირაა სამინისტროს წინ 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და მონაწილეები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

გარემოს დაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ აქციის მონაწილეები შეცდომაში არიან შეყვანილები და ლიცენზია არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას გულისხმობს.