გიორგი ვაშაძე ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის ელექტრონული წესით დაშვებას ითხოვს. მისი თქმით, საარჩევნო უბნების რაოდენობა უნდა გაიზარდოს იმ ქალაქებშიც, სადაც საქართველოს ასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს. „ქართული ოცნება“ გიორგი ვაშაძის განცხადებას პოპულისტურს უწოდებს და აცხადებს, რომ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ისედაც აქვთ.