ეროვნულ გალერეაში მხატვარ ლევან ხარანაულის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ნამუშევრები, რომელიც ორ საგამოფენო სივრცეშია წარმოდგენილი, მხატვრისა და მისი ახლობლების, მეგობრების კოლექციიდანაა. შეხვდებით ასევე ბოლო პერიოდში შესრულებულ ნამუშევრებსაც.
ლევან ხარანაული 1978 წლიდან სისტემატურად მონაწილეობს პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში საქართველოში და საზღვარგარეთ. მხატვრულად გაფორმებული აქვს არაერთი წიგნი. გამოფენა ეროვნულ გალერეაში 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.