თბილისში, რიგით მეხუთე მურალ ფესტივალი გაიხსნა და დედაქალაქს უცხოელი და ქართველი ხელოვანების რვა ნამუშევარი შეემატა. ზოგი მათგანი უკვე დასრულებულია, ზოგზე კი მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს. ფესტივალი მეხუთე საიუბილეო წელს სიახლეებით შეხვდა. მურალ ფესტივალის მიზანია თბილისი და საქართველო ქუჩის ხელოვნების კუთხით, ყველაზე საინტერესო ადგილად წარმოჩინდეს.