ბოტანიკური ბაღი „პურის ფესტივალს“ მასპინძლობს. ღონისძიება ქართული ფოლკლორული ანსამბლის კონცერტით გაიხსნა. წარმოდგენილია სხვადასხვა სახის ქართული პური, ასევე ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები. დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში იხილავს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებაც.
თათია ბუხრაშვილი დეტალებით.