გამანადგურებელი სტიქიის მეოთხე დღე - მაშველები საგანგებო ოპერაციას ღამითაც არ წყვეტენ
დაღამების მიუხედავად, ისევე როგორც წინა დღეებში, მაშველები საგანგებო ოპერაციას არც ამჯერად შეწყვეტენ. სპეციალური განათებების საშუალებით და მძიმე ტექნიკის გამოყენებით, სამუშაოები ისევ გრძელდება. 1 000-მდე მაშველი, თავდაცვის ძალები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი ადგილზე რჩება.
შოვში იმყოფებიან მოხალისეები და წითელი ჯვრის წარმომადგენელები, რომლებიც იქ მყოფებს, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც უკვე მეოთხე დღეა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ეძებენ, კონკრეტული საჭიროებების შესაბამისად ეხმარებიან. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებენ, ნუ იმოქმედებენ სტიქიის ზონაში თვითნებურად, მათ შორის დრონების გამოყენებით.