ლევან ხაბეიშვილის მუქარა „ქართულ ოცნებას“. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მათ წევრებსა და ოპოზიციური არხის თანამშრომელზე ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა და სამართალდამცველებს რეაგირებისკენ მოუწოდა. ხაბეიშვილი კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებებს ძალადობის ანონსად აღიქვამს და ამბობს, რომ ფიზიკურ თავდასხმებს სათანადოდ უპასუხებენ. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე, მისი თქმით, მმართველი პარტია ძალადობასა და მის წახალისებას გმობს.