18-მეტრიანი ავტობუსები თბილისში

18-მეტრიანი ავტობუსები თბილისის ქუჩებში დღეს პირველად გამოჩნდა.

შესყიდულია 50 ავტობუსი, მათან ცხრა უკვე რეისებს ასრულებს. წლის ბოლომდე ავტოპარკს კიდევ 110 მსგავსი სატრანსპორტო საშუალება დაემატება. გერმანული „მანის“ ფირმის ავტობუსები თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და შშმ პირებზეცაა ადაპტირებული. მასში 162 მგზავრი ეტევა. სატრანსპორტო საშუალების მოცულობიდან გამომდინარე მოლოდინია, რომ დროთა განმავლობაში ავტობუსების მოცდის დრო მნიშვნელოვნად შემცირდება.