18 დაღუპული და 16 დაკარგული, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანი - სტიქიის შედეგები მომხდარიდან მეოთხე დღის ბოლოს
18 დაღუპული და 16 დაკარგული, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანია, – ასეთია სტიქიის შედეგები მომხდარიდან მეოთხე დღის ბოლოს. ძებნის არეალი გაფართოვდა და თითქმის ყველა მიმართულებაზე, სადაც დაკარგულთა პოვნის ალბათობა დიდია, ალტერნატიული გზა უკვე გაჭრილია. ტრაგედიის ადგილზე განისაზღვრა ძირითადი მონაკვეთები და სამუშაოები შვიდ პრიორიტეტულ ლოკაციაზე გრძელდება.
მირიან მელაძე, გიორგი ქურასბედიანი, შალვა სუმბაძე – ჩვენი გადამღები ჯგუფი ისევ ადგილზეა. შალვა სუმბაძეა ახლა ბოლო ცნობებით შოვიდან – ხომ არ გვაქვს დამატებითი ინფორმაცია სტიქიიდან მეოთხე დღის ბოლოს?