ცვლილებები კრიპტოვალუტების ბაზარზე

ბიტკოინების ფასი მკვეთრად არის გაზრდილი. მომატებულია სხვა კრიპტოვალუტების ღირებულებაც. ექსპერტები ფასების ზრდის ტენდენციას აშშ-ში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში არსებული ფინანსური კრიზისით და მსხვილი ბანკების გაკოტრებით ხსნიან, რამაც ინვესტორების მხრიდან ვირტუალური აქტივების მიმართ ინტერესი გაზარდა.

შალვა სუმბაძე არკვევდა, როგორია პროგნოზი და შენარჩუნდება თუ არა კრიპტოვალუტების ფასების მატების ტენდენცია.