12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხი

როგორ მიმდინარეობს ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესი. ოპოზიციაც და უმრავლესობაც თანხმდება, რომ 12-ვე პუნქტის შესრულება ევროპულ გზაზე პროგრესისთვის აუცილებელია, თუმცა, ისინი ამ პროცესის შეფერხებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ პრობლემა „ქართული ოცნების“ მხრიდან რეკომენდაციების შესასრულებლად პოლიტიკური ნების არარსებობაა, მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ 12 პუნქტის დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია და ოპონენტები მხოლოდ ამ პროცესის დისკრედიტაციას ცდილობენ.