სამუშაოს მაძიებლებისთვის 2018 წელს ამოქმედებული პროგრამის ახალი ეტაპი დაიწყო.
„ისწავლე და დასაქმდი“ – ამ სახელწოდების პროექტი 18 წლიდან მოქალაქეებს შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებში გადამზადებას და შემდეგ დასაქმებას სთავაზობს. პროგრამაში ჩასართავად მხოლოდ რეგისტრაციის გავლაა საჭირო. გადამზადების კურსი სამ თვეს მოიცავს. ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს წელს აიტი-მიმართულებაც დაემატა. 2018 წლიდან დღემდე პროგრამის დახმარებით 4 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა.