შარლ მიშელის ინტერვიუ

ოქტომბერში პრაღაში დაგეგმილ სამიტზე ევროკავშირი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის და რამდენიმე მეზობელი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიწვევას გეგმავს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად, შარლ მიშელი დარწმუნებულია, რომ ჩეხეთის დედაქალაქში დიდი ბრიტანეთი მიწვეული იქნება.

გამოცემის ცნობით, სამიტს დაესწრება ნორვეგია და შვეიცარია, ასევე ის ცხრა ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრობისთვის იბრძვის, მათ შორის საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბალკანეთის ექვსი ქვეყანა. ასევე, სომხეთი და აზერბაიჯანი. „გარდიანი“ იუწყება, რომ ევროკავშირის შიგნით ამ დრომდე სადავოა სამიტზე თურქეთის მიწვევის საკითხი, რადგან ფაქტს საბერძნეთი და კვირპოსი ეწინააღმდეგებიან.