16 წლის მოზარდის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის დაკავებულ პოლიციელს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
დაკავებული პოლიციელი ცოტა ხნის წინ რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა.
შეგახსენებთ, რომ 16 წლის მოზარდი ბოლნისში სამართალდამცველებმა ორი თვის წინ ქურდობისთვის დააკავეს. ის აცხადებს, რომ პოლიციელები მისგან თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რა დროსაც სასტიკად გაუსწორდნენ.