14 წლის თამარ მექვაბიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

14 წლის თამარ მექვაბიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მოზარდს ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუდგინდა, უჭირს გადაადგილება და მეტყველება. ამასთან, მას თავის არეში კისტა აქვს, რაც ეპილეფსიურ შეტევებს იწვევს. 14 წლის თამარს ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ოჯახს კი ამის საშუალება არ აქვს.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ:

GE96BG0000000539304726