მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი დღეს დაამტკიცებს. ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტს საპარლამენტო უმრავლესობა სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ამ წუთებში პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების შეხვედრა „ქართული ოცნების“ ფრაქციის ფორმატში იმართება.
თეონა მანაგაძე დეტალებით.