13 წელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან. მის ხსოვნას დღეს სასაფლაოზე პატივი მიაგეს ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა.
სანდრო გირგვლიანის მამის, გურამ გირგვლიანის განცხადებით, ამდენი წლის მიუხედავად, საქმე გამოძიებული ბოლომდე არ არის და სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუდგენიათ თაკო სალაყაიას პასუხისმგებლობა.
შეგახსენებთ, სანდრო გირგვლიანი 2006 წელს ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარედ გარდაცვლლი იპოვეს. საქმეზე პასუხისგებაში პოლიციის მაღალჩინოსნები მიეცნენ, თუმცა ისინი პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა.