ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ - შეფასებები

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ინტერვიუს მწვავე რეაქციები მოჰყვა ოპონენტების და ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან. მათ შორის იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში მმართველ კოალიციაში იყვნენ. განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც მმართველი პარტიის ხელმძღვანელი სანდრო გირგვლიანის საქმის სასამართლო განხილვაზე და ამ პროცესში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის როლზე საუბრობდა.

წლების წინ გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი, შალვა შავგულიძე მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს უკავშირებს და დისკრედიტაციის მცდელობაზე მიუთითებს.

ოპონენტების დღევანდელ კომენტარებს უსაფუძვლო კრიტიკად მიიჩნევენ მმართველი პარტიის ლიდერები, რომლებიც პარტიის თავმჯდომარის გზავნილებს და პოზიციას სრულად ეთანხმებიან.