13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება

13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება. 2022 წლის თემა – „რადიოსანდობაა“, იმის ნიშნად, რომ რადიო ინფორმაციის ერთ-ერთ ყველაზე სანდო წყაროდ ითვლება. „ხალხი ენდობა რადიოს, ის ყველასთვის ხელმისაწვდომია და ყველგან არის გავრცელებული“, – ნათქვამია იუნესკო-ს განცხადებაში.

რადიოს მსოფლიო დღე რადიოს ცნობადობის ამაღლებას, მისი საშუალებით ინფორმაციის მიღებას და სხვადასხვა საერთაშორისო რადიოებს შორის კავშირის დამყარებას ემსახურება. 13 თებერვალი იუნესკო-მ რადიოს მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა. 1946 წელს სწორედ ამ დღეს შეიქმნა გაერო-ს რადიო.

მსოფლიოში პირველად რეგულარული რადიომაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში დაიწყო. საქართველოში კი კავშირგაბმულობის შენობიდან პირველი საცდელი გადაცემა ეთერში 1925 წლის 23 მაისს გავიდა.