რადიოს მსოფლიო დღე

13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა.

2024 წელს რადიოს მსოფლიო დღის მთავარი იდეა ინფორმირების, განათლებისა და გართობის ერთი საუკუნეა. 13 თებერვალი იუნესკო-მ რადიოს მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა. 1946 წელს, სწორედ ამ დღეს შეიქმნა გაერო-ს რადიო. იუნესკო-ს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ „რადიო რჩება ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მედია საშუალებად. მას აქვს დიდ აუდიტორიასთან წვდომის უნიკალური უნარი, შეუძლია წარმოაჩინოს და ასახოს კაცობრიობის მრავალფეროვნება და საზოგადოების ყველა წევრის ხმა გააგონოს აუდიტორიას“.

მსოფლიოში პირველად, რეგულარული რადიომაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში პიტსბურგში, 1921 წლის ნოემბერში დაიწყო. საქართველოში პირველი რადიოსიგნალი 1925 წელს გადაიცა. 2025 წელს კი საქართველოში პირველი რადიომაუწყებლობიდან 100 წელი შესრულდება.