საქართველოს რადიო 97 წლისაა

23 მაისი ქართული რადიოს დაბადების დღეა.

97 წლის წინ, ამ დღეს საქართველოში რადიომაუწყებლობა დაიწყო. ნავთლუღში მოწყობილ რადიოსადგურში პირველი საცდელი რადიოგადაცემა გავიდა ეთერში – ასე ჩაეყარა საფუძველი ისტორიას, რომელიც ახლაც წარმატებით გრძელდება. ტექნოლოგიების და ინტერნეტის განვითარების მიუხედავად, რადიო თავისი მრავალფეროვანი საეთერო პროგრამით და გადაცემებით დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ცალკე აღსანიშნავია ხმოვანი მემატიანე – რადიოს ოქროს ფონდი, რომელიც უიშვიათეს ჩანაწერებს და ცნობილი ადამიანების ხმებს ინახავს. ყველაზე ძველი ჩანაწერი 1914 წლით თარიღდება.

თითქმის ასწლოვანი ისტორია დღემდე გრძელდება, უკვე ახალი გადაცემებითა და პროგრამებით და რაც მთავარია თანამედროვე ციფრულ სამყაროში. საქართველოს რადიო ერთგულ მსმენელს მომავალში კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდება.