ოთხი წელი თბილისში დატრიალებული შემზარავი ტრაგედიიდან.
2015 წლის 13 ივნისს, ღამის 10 საათზე დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ და მდინარე ვერეს ადიდებამ, 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაინგრა და განადგურდა ათობით საცხოვრებელი სახლი და დაზარალდა 800-მდე მოქალაქე. უხვი ნალექის და ინტენსიური წვიმის შემდეგ, ბეთანიაში 50 ჰექტრამდე ფართობის მთა ჩამოიშალა. დაძრული ღვარცოფული მასა, რომელსაც ძირიანად მოთხრილი ხეები და ქვა-ღორღი მოჰქონდა, 1959 წელს აშენებულმა გვირაბმა ვეღარ გაატარა, შეგუბების შედეგად ვერეს წყლის დონემ 15 მეტრამდე აიწია, რასაც ხეობის წყლით დაფარვა და კატასტროფული შედეგები მოჰყვა. სტიქიის ეპიცენტრში მოექცა სვანიძის ქუჩა, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზა და ზოოპარკის ტერიტორია.
ხათუნა გაგნიძე გვეტყვის, რა ზომები მიიღეს 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ სტიქიის ზონებში და რამდენად დაცულია დღეს ვერეს ხეობაში ადამიანის სიცოცხლე.