პანორამული ხიდი წალკის რაიონში.
ქვემო ქართლში, დაშბაშის კანიონზე 240-მეტრიანი შუშის ხიდი გაიხსნა. განხორციელდა 120 მილიონი ლარის ინვესტიცია. შეიქმნა 250 სამუშაო ადგილი. პანორამული ხიდი პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და ისრაელიდან ჩამოსული ინვესტორები ესწრებოდნენ.