მასშტაბური პროექტი წალკაში

ეკოტურისტული ობიექტის განვითარებისთვის, მასშტაბური პროექტი ხორციელდება წალკაში.

ქვემო ქართლში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, დაშბაშის კანიონზე ებრაული ინვესტიციის ფარგლებში განსახორციელებელ მრავალმილიონიან პროექტთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომლის ფარგლებში ადგილზე 240-მეტრიანი შუშის ხიდი, ზიპლაინი, სასტუმრო, საკვები ობიექტი, მუსიკალური სივრცე და ავტოსადგომი მოეწყობა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა რეგიონში, ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.