ჰობი, რომელიც 12 წლის საბამ საქმედ აქცია. ნინუცა კახნიაურის რეპორტაჟში 12 წლის ფერმერს, საბა აფციაურს გაგაცნობთ, რომელიც ოჯახთან ერთად ორბეთში ცხოვრობს და ყოველ დილით საქონელი საძოვრებზე გაჰყავს, მისი ერთგული თანამგზავრი უმცროსი დაა.
საბა მამას უკვე ოთხი წელია, ეხმარება. ამბობს, რომ მუშაობა სწავლაში ხელს არ უშლის, ამის დასტური კი მისი სასკოლო ნიშნებია. სამომავლო გეგმები სპორტს უკავშირდება – სურს, რომ ძიუდოში დიდ წარმატებას მიაღწიოს.