დადგმამ, რომელიც „გარდიანმა“ წლის 12 საუკეთესო სპექტაკლის ჩამონათვალში შეიტანა, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გახსნა. ეს არის ამერიკელი და შოტლანდიელი მოცეკვავეების – ჯოუელ ბრაუნის და ივ მაცოს დუეტით შექმნილი სპექტაკლი სახელწოდებით „111“, რომელიც სიყვარულის ისტორიას ჰყვება.
ესტონეთში შექმნილი პროექტი დღეს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე წარმოადგინეს.