„კოვიდ-19“-ის ერთი დადასტურებული შემთხვევაა გორში. შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ვირუსი 48 წლის მამაკაცს გამოუვლინდა. ის ავეჯის მაღაზია „ემბავუდის“ გორის ფილიალის წარმომადგენლის ოჯახის წევრია. მის მეუღლეს „კოვიდ-19“ გუშინ დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მუშაობს. ობიექტი ამ დროისთვის უკვე დაკეტილია. ეპიდემიოლოგები ინფიცირებული ცოლ-ქმრის კონტაქტების კვლევას განაგრძობენ. ამასთან, ადგილზე მიმდინარეობს რესპუბლიკური საავადმყოფოს ორი ინფიცირებული ექთნის კავშირების ძიებაც.