11 წლის დაკარგული გოგონა იპოვეს

დიდ დიღომში დაკარგული 11 წლის გოგონა უვნებელი იპოვეს. მოზარდს რამდენიმე საათის განმავლობაში ოჯახის წევრები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები ეძებდნენ. თბილისის მცხოვრებლები ბავშვის საპოვნელად სხვადასხვა უბნიდან შეიკრიბნენ.

მოზარდი მოქალაქეებმა დაახლობით ღამის სამის ნახევრისთვის, ძაღლის სახლში ჩაძინებული იპოვეს. მოზარდი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიციაც.