11 გარდაცვლილი, 25 დაკარგული და 210 გადარჩენილი მოქალაქე - უახლესი მონაცემები შოვიდან
11 გარდაცვლილი, 25 დაკარგული და 210 გადარჩენილი მოქალაქე – ასეთია უახლესი მონაცემები შოვიდან. ქვეყანაში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება – ტერიტორია 5 მილიონი კუბური მეტრი მიწის მეწყრული მასით არის დაფარული. მოქალაქეთა ძიების პროცესში, 400 მაშველთან და მოხალისეებთან ერთად, უკვე ჩაერთო ჯარიც. ღვარცოფმა სრულად გაანადგურა კურორტი შოვი. წაღებული კოტეჯები, სახლები, მანქანები და ხიდები.
სტიქიის ზონაში „მოამბის“ რამდენიმე გადამღები ჯგუფი უკვე მეორე დღეა მუშაობს – გენო ოსიყმაშვილი გვიერთდება ბოლო ინფორმაციით პირდაპირ ეთერში.