საქართველოს თავდაცვის უწყება 11 აგვისტოს სამხედრო მედიცინის დღეს აღნიშნავს.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის თანამშრომლებს და სამხედრო ექიმებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ სამედიცინო დაწესებულების ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული სამხედრო ექიმების ხსოვნას პატივი მიაგო. ჰოსპიტალი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ამ ტერიტორიაზე დაღუპული ექიმ-ტრავმატოლოგის, გიორგი აბრამიშვილის სახელს ატარებს.