100 წელი რუსული ოკუპაციიდან - მღვდელ-მონაზვნის უნიკალური ხელნაწერი
უნიკალური ხელნაწერი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციის დღეებზე გვიყვება.
ფასდაუდებელი მნიშვნელობის ჩანაწერების ავტორი მღვდელ-მონაზონი ისე სუხიშვილია, რომელიც 1921 წლის თებერვლის უმძიმეს მოვლენებს აღწერს. სასულიერო პირი წერს, როგორ შემოვიდა დამოუკიდებელ საქართველოში რუსეთის წითელი არმია, როგორ უტევდნენ ქართული სამხედრო ნაწილები მტერს, რა ხდებოდა კოჯორ-ტაბახმელაში და რა რეპრესიები და დევნა-შევიწროება მოჰყვა ოკუპაციას.
პატრიარქის აღზრდილი იმდროინდელ მძიმე მოვლენებს საღვთო წიგნების თავისუფალ ადგილებში აღწერდა, სწორედ ამიტომ გადაურჩა ხელნაწერები განადგურებას. 100-წლის წინანდელი მოვლენების თვითმხილველსა და მემატიანეს, ბრძანების მიუხედავად, შიო მღვიმის მონასტერი სიცოცხლის ბოლომდე არ დაუტოვებია.