10 წელი აგვისტოს ომიდან.
დედაქალაქსა და ქვეყნის რეგიონებში დღეს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირებს იხსენებენ. ტაძრებში მოსკოვის სამხედრო აგრესიის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისები გადაიხადეს.
რამდენიმე გმირი სამხედრო სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ჯილდო ჯარისკაცების მშობლებს პრემიერმა გადასცა. პრეზიდენტმა კი აგვისტოს ტრაგიკული დღეების დროს გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის ჯილდოები გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმებს გადასცა.
მოქალაქეებს იუსტიციის მინისტრიც შეხვდა. თეა წულუკიანმა მათ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.