მთაწმინდის პარკში ბაკურიანი 2025-ის საორგანიზაციო კომიტეტმა პირველი საჯარო ღონისძიება გამართა. საზოგადოებას საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, მამუკა ხაბარელმა მიმართა და ფესტივალამდე დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ბაკურიანს 2025 წელის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი ოფიციალურად 2020 წლის 26 ნოემბერს გამართულ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 49-ე გენერალურ ასამბლეაზე მიენიჭა. ახალგაზრდა ოლიმპიელებს ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი 2025 წლის თებერვალში უმასპინძლებს.