უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს გაეცნენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ კოდექსზე მუშაობის პროცესზე, მასში ასახულ სიახლეებზე, სამხედრო სამსახურის გავლის წესსა და სამხედრო რეზერვის მოდელებზე ისაუბრა.
პარლამენტში სტუმრად მყოფ სტუდენტებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ასევე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეები შეხვდნენ.