ზვიად კუპრავა - ჩამოვშლი სისტემას მთლიანად, ეს არის ჩემი ძმა, ვინც იქნება ჩემს გვერდით

ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ აქცია პარლამენტთან ყველა შემთხვევაში გაგრძელდება, თუნდაც მარტო მოუწიოს მისი ჩატარება.

„ეს აქცია გაგრძელდება ყველა შემთხვევაში, შეიძლება გავაგრძელო მარტო მე, მაგრამ ყველა შემთხვევაში გავაგრძელებ, მანამ, სანამ არ ჩამოიშლება ივანიშვილი საბოლოოდ. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე, ამ საქმეს მივიყვან ბოლომდე. არ შევწყვეტ დაწყებულ საქმეს და გავაგრძელებ ბოლომდე მანამ, სანამ არ ჩამოვშლი სისტემას მთლიანად. აი, ეს არის ჩემი ძმა, ვინც იქნება ჩემს გვერდით“, – განაცხადა კუპრავამ.