საფრანგეთის ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ხუთი ტურისტი და გიდი ერთდღიან ლაშქრობაში იყვნენ, როდესაც ზვავის ქვეშ მოყვნენ.
დაიღუპა ოთხი ტურისტი, გიდი მაშველებმა გადაარჩინეს. ამჟამად შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები მეხუთე ტურისტს ეძებენ.
ზამთრის სეზონის დაწყებიდან საფრანგეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ 16 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.