ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ დაემშვიდობა - მივდივარ და ბევრი კარგი მოგონება მიმაქვს #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი „ბორდოს“ დაემშვიდობა - მივდივარ და ბევრი კარგი მოგონება მიმაქვს #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ის „სენტ-ეტიენში“ გადავიდა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, თავის ყოფილ კლუბს, „ბორდოს“ მადლობა გადაუხადა და დაემშვიდობა.

„მოგესალმებით. მოვიდა დრო, დავემშვიდობო „ბორდოს“. ეს იყო ლამაზი ორი წელი დიდებულ გუნდთან და გულშემატკივრებთან ერთად. სამწუხაროდ, ამ პერიოდის განმავლობაში ვერ შევასრულეთ ის მიზანი, რაც დავისახეთ და გულშემატკივრებს გაახარებდათ, მაგრამ თქვენს მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. მივდივარ, თუმცა ამ ადგილიდან ბევრი კარგი მოგონება მიმაქვს. მადლობა და წარმატებები“, – წერს ზურიკო დავითაშვილი.

23 წლის ქართველმა „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა, ხელშეკრულების კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით.

შეგახსენებთ, რომ „სენტ-ეტიენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაშის უფლება გიორგი მიქაუტაძის „მეცთან“ პლეი ოფის მატჩში გამარჯვებით მოიპოვა.