ზურაბ პოლოლიკაშვილი - საერთო ძალისხმევით შევძლებთ, პანდემიის ნეგატიური შედეგები შევამსუბუქოთ
ზურაბ პოლოლიკაშვილი - საერთო ძალისხმევით შევძლებთ, პანდემიის ნეგატიური შედეგები შევამსუბუქოთ

პანდემია გაივლის, საერთო ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პანდემიის ნეგატიური შედეგები შევამსუბუქოთ, – ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად ტურიზმის სფერო დაზარალდა და პრობლემების აღმოსაფხვრელად დრო მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული.

ამასთან, სხდომაზე ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს ხელისუფლებასა და ტურიზმის ადმინისტრაციას დღევანდელი ღონისძიების გამართვისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძვირფასო პრემიე-მინისტრო, ძვირფასო კოლეგებო, ჩემთვის პრივილეგიაა, დავიწყო აღმასრულებელი საბჭოს სხდომა. მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის, ჩემი არჩევა და გენერალური ასამბლეის გახსნა პირველ წელს. ვითარება მარტივი არ არის. თუ დეკემბერში ვინმე მეტყოდა, რომ მსოფლიო მოგზაურობითვის ჩაიკეტებოდა, არ დავიჯერებდი. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, იზოლირებულები ვართ.

ტურიზმის მიმართულებები რისკის ქვეშ არის. საბჭომ დაამტკიცა, რომ ეს არის ისტორიული ღონისძიება, გაერო-ს შეხვედრა პირველად, მას შემდეგ, რაც პანდემია არსებობს. ერთადერთი გზა არის თამანშრომლობა, შემართულობა, ძლიერები მხოლოდ ერთად ვართ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, ტურიზმის აღდგენა შესაბამისად იყოს მართული. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ დრო, ვიმუშაოთ ერთად, სადაც ინოვაცია და მდგრადობა არის ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ. გაერო-ს პოზიცია ძლიერი ქმედებებით გვიჭერს მხარს. ყველაზე დიდ კრიზისს ტურისზმის მიმართულებით წავაწყდით. ციფრებზე არ ვილაპარაკებ.

დიდი მადლობა ძალისხმევისთვის, ძალიან თბილად შეგვხვდნენ აქ. მოგესალმებით საქართველოდან. მთელი მსოფლიო არის ჩვენთან დაკავშირებული. დიდი მადლობა საქართველოს ხელისუფლებასა და ტურიზმის ადმინისტრაციას, მათ ყველაფერი გააკეთეს დღევანდელი ღონისძიება რომ შემდგარიყო. დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს მეგობრული ატმოსფერო შექმნა. პანდემია გაივლის, საერთო ძალისხმევით შევძლებთ, პანდემიის ნეგატიური შედეგები შევამსუბუქოთ“, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა .