ზურაბ პოლოლიკაშვილი - ესაა გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო არის უსაფრთხო, მომზადებული ქვეყანა ტურისტების მისაღებად
ეს დღეები ისტორიული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან მსოფლიო მინისტრები აქ ჩამოვიდნენ. ესაა გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო არის უსაფრთხო, მომზადებული ქვეყანა ტურისტების მისაღებად,- ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პოლოლიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ პირველი თვეების განმავლობაში საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი, რამაც საბოლოოდ საქართველოს ე.წ „მწვანე ქვეყნების“ სიაში ყოფნა განაპირობა.
„სექტორი ჯერ კიდევ არის კრიზისში და მზად უნდა ვიყოთ, სათანადო პასუხი გავცეთ, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის სექტორში მილიონობით ადამიანია დასაქმებული. 20-ზე მეტი დელეგაცია გვყავს და აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. ჩამოვაყალიბებთ თბილისის დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს მომავალი თვეების განმავლობაში ტურიზმის განვითარებას. უკვე მთელი მსოფლიო შეეჩვია პორბადის მოხმარებას, სხვადასხვა უსაფრთხო პროდუქტების გამოყენებას და ვფიქრობ, ეს პერიოდი იქნება დროებითი და ისევ დავუბრინდებით ძველ რეალობაც, როგორშიც ვიყავით პანდემიამდე”, – განმარტა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
დღეს თბილისი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს. სხდომას 30-მდე ქვეყნის დაახლოებით 200 დელეგატი სტუმრობს.