ზურაბ ნასარაია - გურიაში საკვები პროდუქტის, ასევე პურპროდუქტების დეფიციტის საშიშროება არ არსებობს
ზურაბ ნასარაია - გურიაში საკვები პროდუქტის, ასევე პურპროდუქტების დეფიციტის საშიშროება არ არსებობს

გურიაში საკვები პროდუქტის, ასევე პურპროდუქტების დეფიციტის საშიშროება არ არსებობს,- ამის შესახებ გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ განაცხადა. ნასარაია ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძესთან ერთად, ოზურგეთში ფქვილის საწარმოსა და საცხობში იმყოფებოდა.

რწმუნებულმა საწარმოების ხელმძღვანელებისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია არსებული მარაგებისა და მდგომარეობის შესახებ. იგი ადგილზე გაეცნო პურის ცხობის პროცესს.

„გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად, გურიის რეგიონში, როგორც მომარაგების, ისე პურპროდუქტებზე ფასის მხრივ პრობლემა არ არსებობს და მოსახლეობას ამ მხრივ შეფერხება არ ექნება“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.