ზურაბ აზარაშვილი - ვმუშაობთ სხვადასხვა მექანიზმზე, როგორ შეიძლება, მწვანე პასპორტების ბაზაში მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ სიმპტომები, თუმცა ტესტი არ ჩაუტარებიათ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არანაირი ტესტების დეფიციტი არ არსებობს.
„ტესტირება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და ამ კუთხით არანაირი შეფერხება არ არის“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
გარდა ამისა, ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, არსებობს სხვადასხვა მექანიზმი და მუშაობენ, როგორ შეიძლება, მწვანე პასპორტების ბაზაში მოხვდნენ ის ადამიანები, რომლებსაც სიმპტომები ჰქონდათ, მაგრამ არ ჰქონდათ ჩატარებული ტესტი.
„სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე შეიძლება, სხვადასხვა ტიპის ღონისძიება ჩატარდეს იმის დასადგენად, ადამიანს ნამდვილად გადატანილი აქვს თუ არა კოვიდი. შეიძლება, ეს იყოს ანტისხეულების კვლევა ან ექიმის მიერ დადასტურება“, – დასძინა ზურაბ აზარაშვილმა.