ზურაბ აზარაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელსა და ტაილანდის ვიცე-პრემიერს შეხვდა
ზურაბ აზარაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელსა და ტაილანდის ვიცე-პრემიერს შეხვდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება. ჯანდაცვის მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის რიგით მესამე, ყოველწლიურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

მინისტერიალის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელ ტედროს ადანომ გებრეისუსთან და ტაილანდის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, დონ პრამუდვინაისთან სამმხრივი შეხვედრა გამართა.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა კოვიდპანდემიაზე, მის შედეგებსა და მოლოდინებზე იმსჯელეს. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შეხვედრაზე აღინიშნა, „კოვიდ-19“-მა დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა, საზოგადოებისთვის გახდა ენდემური და დარჩება პოპულაციაში ისევე, როგორც სეზონური გრიპი.