ზურაბ აზარაშვილი - ძვირად ღირებული ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით პირდაპირ მწარმოებლებთან გვაქვს დაწყებული მოლაპარაკებები
ძვირად ღირებული ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები პირდაპირ მწარმოებლებთან. შეღავათიანი ფასის პირობებში შევძლებთ, პაციენტებს სრული წლის საჭიროება დავუფინანსოთ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ზოგადად, ძვირად ღირებულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება არ ხდება.
„ძვირად ღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებს რაც შეეხება, პირდაპირი რეკომენდაცია გვქონდა რეფერენტული ფასთწარმოქმნისას, რომ ძვირად ღირებულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება არ ხდება, არ მომხდარა სხვა ქვეყნებშიც. შესაბამისი რეკომენდაციით მოგვმართეს კონსულტატებმა, საკონსულტაციო ჯგუფმა როგორც ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ისე მსოფლიო ბანკის დაქირავებულმა ექსპერტებმა. ამიტომ ძვირად ღირებული მედიკამენტების პირდაპირი შესყიდვის გზით წავედით. დღეს უკვე გიდასტურებთ, რომ შესყიდვასთან დაკავშირებით დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები პირდაპირ მწარმოებლებთან. ერთ მხარეს იქნება მწარმოებელი კომპანია, მეორე მხარეს – სამინისტრო და აქაც დამატებით ფასდაკლების და შეღავათიანი ფასის პირობებში შევძლებთ, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს სრული წლის საჭიროება დავუფინანსოთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.