ზურაბ ალავიძე - დეცენტრალიზაციის სტრატეგია რვა წელზე იქნება გათვლილი
დეცენტრალიზაციის სტრატეგია რვა წელზე იქნება გათვლილი, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ თვითმმართველობის ახალ რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ზურაბ ალავიძემ აღნიშნა, დეცენტრალიზაციის და გაძლიერების კუთხით თვითმმართველობის რეფორმის სამი ძირითადი მიმართულებაა.
„პირველ რიგში – მეტი საქმე და გაზრდილი პასუხისმგებლობა. მეორე – მეტი რესურსები და ფინანსების განაწილება. მესამე – გამჭირვალობა და გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა. დეცენტრალიზაციის სტრატეგია რვა წელზე იქნება გათვლილი. ეს იქნება ქმედითი კონკრეტულ დროში, კონკრეტული დაფინანსებით. ამაზე ვმუშაობთ, პროცესში ჩართულები იქნებიან როგორც დონორი ორგანიზაციების უცხოელი, ასევე ადგილობრივი ექსპერტები”, – განაცხადა ზურა ალავიძემ.
საქართველოს პარლამენტში დღეს თვითმმართველობის რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა.