ზურაბ აბაშიძე - მაქსიმალურად ვეცდებით, ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოვიყენოთ
ზურაბ აბაშიძე - მაქსიმალურად ვეცდებით, ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოვიყენოთ

მაქსიმალურად ვეცდებით, ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოვიყენოთ, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხზე.

„ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რაც ჩვენს ხელთ არსებობს. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, საერთაშორისო ორგანიზაციებში ამ საკითხის აქტუალიზება, საერთაშორისო ფორმატის გამოყენება და მისი მექანიზმები. ჟენევის ფორმატი მაქვს მხედველობაში.

ე.წ. პრაღის დიალოგის ორმხრივი ფორმატი უფრო სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების განსახილველად არის შექმნილი. მაგრამ, როდესაც ასეთი შემთხვევებია, მე, პირადად ყოველთვის ვიყენებ ამ საშუალებას, რომ ანალოგიური საკითხები წამოვჭრა. სამწუხაროდ, ჩვენ ამისი გამოცდილება გაქვს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ შემთხვევეში და ახლაც მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოვიყენოთ. კარასინთან შეხვედრა ჯერ არ არის დაგეგმილი. ჩვენ ბოლო შეხვედრაზე ვთქვით, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაიმართებოდა შეხვედრა, ჯერ არ დაზუსტებულა ეს შეხვედრა. გვექნება სატელეფონო კომუნიკაცია და განვიხილავთ ამ საკითხს, ჯერ არ ყოფილა ამის შესახებ საუბარი“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.