ზურაბ აბაშიძე - კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც თვითონ იკადრებდა, იმას სთავაზობს ქართველ ხალხს, მინდა, მათ ვუთხრა, არავინ ივაჭრებს ქვეყნის მშვიდობითა და დამოუკიდებლობით
ზურაბ აბაშიძე - კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც თვითონ იკადრებდა, იმას სთავაზობს ქართველ ხალხს, მინდა, მათ ვუთხრა, არავინ ივაჭრებს ქვეყნის მშვიდობითა და დამოუკიდებლობით

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის შესაძლო სანქციების დაწესების გამო დღეს ოპოზიციას „ბედნიერი“ დღე გაუთენდა.

როგორც ზურაბ აბაშიძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე განმარტა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხელისუფლებისგან გამიჯვნისკენ მოუწოდებენ.

„დღეს ოპოზიციამ გაავრცელა განცხადება, სადაც მათი მოღალატეობრივი ბუნება ნათლად გამოჩნდა. ისინი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, გაემიჯნონ ხელისუფლებას, რის სანაცვლოდაც მათ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შუამდგომლობას სთავაზობენ. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც თვითონ იკადრებდა, იმას სთავაზობს ქართველ ხალხს. მე კი მინდა ვუთხრა მათ, არავინ ივაჭრებს ქვეყნის მშვიდობითა და დამოუკიდებლობით. ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. საქართველო განიმტკიცებს თავის სუვერენიტეტს და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპის ნაწილი“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.