ზუკა დავითაშვილი - ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ
ზუკა დავითაშვილი - ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ

„სამწუხაროდ ჩვენი თაობა 17-წლამდელების ნაკრებების ელიტ-რაუნდიდან ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდა. მაგრამ შევეცდებით, მიზანს ახლა მაინც მივაღწიოთ“ – ამბობს საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ზუკა დავითაშვილი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების დაწყებამდე, რომელიც თბილისში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები ხვალ ლიხტენშტაინს დაუპირისპირდება. შეხვედრა 17:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაიწყება.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, თბილისის „ლოკომოტივის“ შემტევი ნახევარმცველის აზრით, რთული თამაშების მოლოდინი აქვს: „ყველა მეტოქე დასაფასებელია და ნებისმიერთან მთელი მობილიზებით უნდა ვითამაშოთ. ვეცდებით, მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ და ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ“.