ქართველებმა „რუბინში“ საკონტროლო მატჩი ჩაატარეს
ქართველებმა „რუბინში“ საკონტროლო მატჩი ჩაატარეს

ყაზანის „რუბინმა“ მოსამზადებელ ეტაპზე პირველი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა და ფრედ ითამაშა – ხვიჩა კვარაცხელიას და ზუკა დავითაშვილის გუნდი ნაბერეჟნიე ჩელნის „კამაზს“ შეხვდა და დაპირისპირება ფრედ, ანგარიშით 1:1 დაასრულა.

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებამდე ითამაშა. ამის შემდეგ „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კლუბის შემადგენლობა მკვეთრად შეიცვალა და მოედანზე ზუკა დავითაშვილი გამოჩნდა. შეხვედრა მაყურებლებისთვის დახურული იყო.

ქართველები და „რუბინი“ ახალ სეზონს 11 აგვისტოს საშინაო მატჩით დაიწყებენ და მოსკოვის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდებიან. დასრულებულ სეზონში გუნდმა რუსეთის პრემიერლიგაში მე-10 ადგილი დაიკავა.