„არსენალი“ „სპარტაკს“ დაუზავდა - დავითაშვილი მცირე ტრავმის გამო დაასვენეს #1TVSPORT
„არსენალი“ „სპარტაკს“ დაუზავდა - დავითაშვილი მცირე ტრავმის გამო დაასვენეს #1TVSPORT

ზუკა დავითაშვილის ტულას „არსენალმა“ რუსეთის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში მოსკოვის „სპარტაკს“ უმასპინძლა და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან ქულა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ისევე როგორ „არსენალის“ ბომბარდირი ევგენი ლუცენკო და ევანს კანგვა მატჩის განაცხადში არ იყვნენ. რუსული მედიის ცნობით, ისინი გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარნენ.

თამაში დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რადგან ელიტარულ დივიზიონში ამ გუნდების დაპირისპირების ისტორიაში ფრე არასოდეს დაფიქსირებულა, ახლა ეს პირველად მოხდა.

ანგარიში 76-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. ფლანგური გადაცემის შემდეგ ეზეკიელ პონსემ მცველებს დაასწრო და „არსენალის“ კარი აიღო, მაგრამ ტულელებმა წონასწორობა სამ წუთში აღადგინეს – 82-ე წუთზე, დანიილ ხლუსევიჩმა ზუსტად გაისროლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

გიორგი შელიას გროზნოს „ახმატი“ მოსკოვში ცსკა-ს ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. გიორგი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მასპინძელთა შორის კონსტანტინე მარადიშვილი მოედანზე შეცვლაზე შევიდა. ეკატერინბურგის „ურალში“ (მოსკოვის „დინამოსთან“ 0:1 შინ წააგო) არ უთამაშია ლუკა გაგნიძეს, რომელიც ტრავმას ირჩენს. ასევე რეაბილიტაციას გადის „უეფას“ მცველი ჯიმი ტაბიძე, რომელის გუნდი შინ ჩემპიონს, პეტერბურგის „ზენიტს“ 1:1 დაუზავდა.